|
2015-04-24 11:25:54, 348 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ყიფიანი: ეს არის თითიდან გამოწოვილი რაღაც პოლიტიკური ინტერესები და თამაში, რომელშიც ვერ ჩავერევი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სპორტის კომიტეტის წევრების ბრალდებებს "თითიდან გამოწოვილ პოლიტიკურ ინტერესსა და თამაშს უწოდებს". ამის შესახებ ყიფიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო ყველა პროექტს კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებს. მინისტრი მზადაა, მის მიმართ გაჩენილ ნებისმიერ კითხვას, ამომწურავი პასუხი გასცეს. "ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. კარს მომდგარია ოლიმპიადა, ჩასატარებელია ბევრი ტურნირი, სხვადასხვა პროექტია ახალგაზრდული, ჩვენ მივსდევთ იმ გრაფიკს, რა გრაფიკითაც ვმუშაობთ. კითხვები არის და კითხვებზე გავცემთ პასუხს ამომწურავად. არის კითხვარი, რომელიც გამოგვეგზავნა. ჩავაყენებთ საქმის კურსში პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, გავუგზავნით ჩვენს ოპონენტებსაც. დრო დასაკარგი არ გვაქვს იმდენად ბევრი სამუშაოა. მე პიროვნებამდე ვერ დავალ.შესაბამისად, ეს იმ პიროვნების პასუხისმგებლობაა, ვინც ამას აცხადებს. მე ყველა ამ პიროვნებასთან ცალკე ძალიან ნორმალური და კარგი ურთიერთობა მქონდა აქამდე. შესაბამისად, ჩემთან წვდომა, მოსვლა და კითხვის დასმა პრობლემა არ გახლავთ. უბრალოდ ეს არის ალბათ თითიდან გამოწოვილი რაღაც პოლიტიკური ინტერესები და თამაში, რომელშიც მე ვერ ჩავერევი. ბევრი საქმე მაქვს და პასუხისმგებლობა მაქვს საზოგადოების წინაშე, მთავრობის წინაშე, მე ჩემი პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველა იმ საკითხს ბოლომდე მივიყვან და გადაწყვეტილება ჩემზე აღარ იქნება. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ყველა ის პროექტი, ყველა ის სამუშაო, რომელიც ჩვენ სამინისტროში ხორციელდება, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არანირი პრობლემა იმისა, რომ კითხვა დაისვას და ამაზე პასუხი იქნას გაცემული არ არსებობს. მე მზად ვარ ყველა უხერხულ კითხვაზე გავცე პასუხი",-განაცხადა ლევან ყიფიანმა და აქვე დასძინა, რომ ხსენებულ თემებზე ზედმეტი ყურადღების გადატანა სწორად არ მიაჩნია. "მემგონი ეს ზედემტი აჟიოტაჟია. ზედმეტი ყურადღების გადატანა ასეთ საკითხებზე სწორად არ მიმაჩნია, ეს არის პიროვნული დაპირისპირებები, პიროვნული პრობლემები და არა სახელმწიფოებრივი, ჩვენ ვიქცევით სახელმწიფოებრივად",-განაცხადა ლევან ყიფიანმა. შეგახსენებთ, სპორტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ლევან ყიფიანის მუშაობა გააკრიტიკეს და მას სუსტი მინისტრი უწოდეს.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)