20:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თბილისის ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს ასახლებენ

ლოტკინზე, ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ასახლებენ.

 

მაკა ჩიჩუა ძეგვის თავშესაფარს ესტუმრა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი  წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ ძეგვის თავშესაფარს ესტუმრნენ და სასწავლო ცენტრი მოინახულეს, რომელიც პროექტის „გაძლიერდი და შეცვალე“ ფარგლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, თავშესაფრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.

 

აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

 

ხაშურში საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ახალგარემონტებული ოფისი გაიხსნა

ხაშურში, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ახალგარემონტებული ოფისი გაიხსნა.

 

გიგლა აგულაშვილი: სოფელ ახალდაბას საფრთხე არ ემუქრება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თქმით, სოფელ ახალდაბის დაცვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან მას საფრთხე არ ემუქრება.

 

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ლატვიის პოლიციის დანაყოფებს ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ვიცე-პოლკოვნიკი პაატა ჩოფიკაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურიკო ურუმაშვილი და მაიორი შოთა მარდალეიშვილი  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ლატვიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქ. რიგაში იმყოფებოდნენ.

 

თსუ-ს დროებითი გამოყენებისთვის გარემოს რადიაციული მონიტორინგის ლაბორატორია გადაეცა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.

 

"გაბალასა" და "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "დინამოს" ხელმძღვანელობა უეფა-ს მიმართავს

აზერბაიჯანულ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" მატჩზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "დინამოს" კლუბის ხელმძღვანელობა უეფა-ს მიმართავს.

 

ნოდარ ხადური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის ფარგლებში, დამოუკიდებელი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერისა და სასამართლო სისტემაში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის დროს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, "გაბალა" - "დინამოს" მატჩის დროს საქართველოს დროშა დაწვეს

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილბრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა.

 

ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდში გამართულ შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების გაწევის საკითები განიხილეს

“ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების გაწევის საკითხები განიხილეს.

რეაბილიტაციის მიზნით მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაიკეტება

 

112-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, 10 ივლისიდან  მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიკეტება.

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

 

თავდაცვის მინისტრი მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, აკადემიური საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

 

ფინანსთა სამინისტრომ და USAD-მა საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დისკუსია გამართეს

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ დიალოგი გაიმართა.

 

საჯარო რეესტრი სტიქიის ზონის აეროფოტო გადაღებას იწყებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მდინარე ვერეს აუზის აეროფოტო გადაღებას იწყებს.

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ფრანგი ექსპერტები დადებითად აფასებენ

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელშიც რეალურად შესაძლებელია დადებითი და კარგი შედეგების მიღწევა”, - ასე შეაფასა საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ფრანგმა ჯანდაცვის ექპერტმა სტანისლას პოლიმ.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics