22:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 09:41:45, 588 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის ფარგლებში, დამოუკიდებელი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერისა და სასამართლო სისტემაში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის დროს.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღინიშნა, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და სტაბილურობისთვის, ხარისხიანი და დროული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს სასამართლო სისტემის ფინანსური მხარდაჭერის საკითხები, რაც გულისხმობს, როგორც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსამართლეთა კომპენსაციების, კერძოდ, მათი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას.  

ფინანსთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული რეფორმის და ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. ამავე დროს, მან ისაუბრა ფინანსთა სამინისტროში დავების სისტემის, ხოლო სასამართლოში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე, რაც ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით უზენაეს სასამართლოსა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უზრუნველყოფილი იყოს ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო დავების განხილვის პროცედურები როგორც ფინანსთა სამინისტროს ისე სასამართლო სისტემებში იყოს  უფრო მოქნილი და გამარტივებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics