22:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 11:48:07, 393 ნახვა

საზოგადოება
ხაშურში საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ახალგარემონტებული ოფისი გაიხსნა

ხაშურში, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ახალგარემონტებული ოფისი გაიხსნა.

ღონისძიებას საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი ოფისი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით. დანერგილია ყველა ელექტრონული პროგრამა, რაც სარეგისტრაციო სამსახურში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ნებისმიერი მომსახურებით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს.

სარეგისტრაციო სამსახურში ასევე განთავსებულია საქართველოს ბანკის მოლარე ოპერატორები, რომლებიც მოქალაქეებისგან ადგილზე იღებენ სარეგისტრაციო მომსახურებისთვის კანონით დაწესებულ საფასურს და მოქალაქეს აღარ უწევს საფასურის გადასახდელად შენობიდან  საბანკო დაწესებულებაში გასვლა.

„სარეგისტრაციო სამსახურების რეკონსტრუქციისას განსაკუთრებულ ყურადღებას  მოქალაქეთა მომსახურების დახვეწაზე ვამახვილებთ.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ მომსახურება კომფორტულ გარემოში მიიღოს და ასევე სააგენტოს მომსახურე პერსონალს  მუშაობისთვის ხელსაყრელი პირობები ჰქონდეს შექმნილი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო,  საკუთარი ფინანსური რესურსით აგრძელებს  ტერიტორიული  სამსახურების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომლის დასრულებაც 2016 წლის ბოლომდე ვგეგმავთ“, - განაცხადა საჯარო რეესტრის თავჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური ჩართულია საჯარო რეესტრის ერთიან კომპიუტერულ ქსელში. შესაბამისად, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია, საქართველოს ნებისმიერ რაიონში, ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

საჯარო რეესტრის ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური ქალაქის ცენტრში, მისამართზე გ.ტაბიძის ქ. 2 -შია  განთავსებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics