გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გააგრძელებს არსებობას და იქნება ძლიერი სახელმწიფო სწორედ ასეთი ბიჭების ხარჯზე
"საქართველო გააგრძელებს არსებობას, იქნება ძლიერი სახელმწიფო სწორედ ასეთი ბიჭების ხარჯზე",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდნეტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ვასილ ყულჯანიშვილი, ჩამოასვენეს.