|
2015-09-24 19:56:41, 754 ნახვა
საზოგადოება
CNN-ის სამაუწყებლო ეთერში საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი ტრიალებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს CNN-ის მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად ტელეკომპანია CNN-ის სამაუწყებლო ეთერში საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ინფორმაციით, 30 წამიანი ხანგრძლივობის საიმიჯო რგოლი გადაცემის “Silk Road – Past, Present and Future“ ფარგლებში განთავსდა. „სამაუწყებლო კომპანია CNN მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული საინფორმაციო წყაროა, რომელიც აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის სახის ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში აწვდის. საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის CNN -ის ეთერში ჩვენება 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით მოხდება. რგოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას და წარმოაჩინოს ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის როლი.გარდაამისა, კლიპის მიზანია, ხაზი გაუსვას საქართველოს ტრანზიტულ დანიშნულებას და ქვეყნის უნიკალურ, სტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. საიმიჯო ვიდეო რგოლის მთავარ გზავნილს საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივე (Georgia Making Business Easy)წარმოადგენს. ასევე ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე.საერთო ჯამში, ვიდეო რგოლი სწორედ ზემოთ აღნიშნული კუთხით საქართველოში ხელსაყრელი გარემოს ჩვენებას ემსახურება. CNN -ის ეთერში გადაცემა “Silk Road – Past, Present and Future“ ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანას. გადაცემის მსვლელობისას საქართველოს შესახებ ვიდეო ტიხრები განთავსდება. ამავდროულად, გადაცემ აფოკუსირებულია, აუდიტორიის ყურადღება მიმართოს საქართველოს მასშტაბით ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს არსებობისკენ“, – აცხადებენ უწყებაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)