|
2015-09-25 15:13:24, 566 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გააგრძელებს არსებობას და იქნება ძლიერი სახელმწიფო სწორედ ასეთი ბიჭების ხარჯზე
"საქართველო გააგრძელებს არსებობას, იქნება ძლიერი სახელმწიფო სწორედ ასეთი ბიჭების ხარჯზე",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდნეტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ვასილ ყულჯანიშვილი, ჩამოასვენეს. პრეზიდენტმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებსა და ქართულ საზოგადოებას მიუსამძიმრა. "მძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის, მაგრამ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ოჯახს, მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის. მინდა, მივუსამძიმრო იმ ბიჭებს, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და დაკარგეს თანამებრძოლი, იმ ახალგაზრდებს, ვინც აქ ვნახეთ აეროპორტში და ვუთხრა, რომ ჩვენ გვესმის მათი ტკივილის. შეიარაღებულ ძალებს მინდა ვუთხრა, რომ მადლობელი ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის გასწევს და იმ სისხლისთვის, რომელსაც ის სამშობლოსთვის ღვრის. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი, ვიქნებით და მომავალშიც საქართველო გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი საზოგადოება, სწორედ ასეთი ბიჭების ხარჯზე. ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ქვეყნის შენებას",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)