სოზარ სუბარი: პაპუაშვილის განცხადებები იმ სცენარში ჯდებოდა, რაც სააკაშვილის მიერ არის დაწერილი
„განცხადებები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა, პირდაპირ ჯდებოდა იმ სცენარში, რაც არის სააკაშვილის მიერ დაწერილი“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.