მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, გიორგი ლომინაძის კი სტაბილურად მძიმეა
„მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო გიორგი ლომინაძის სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ექიმმა ანჟელა ორჯონიკიძემ ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.