|
2016-07-21 17:22:25, 641 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში მდებარე პარხალის ისტორიულ ძეგლს რეაბილიტაცია ქართული მხარის ჩართულობის გარეშე უტარდება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული დირექტორის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, თურქეთში მდებარე პარხალის ისტორიულ ძეგლს ქართული მხარის ჩართულობის გარეშე უტარდება რეაბილიტაცია. როგორც ანთიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ქართული მხარე ამ ეტაპზე დეტალების გარკვევას ცდილობს, მაგრამ საეჭვოა, ძეგლს რაიმე დაზიანება ქონდეს მიყენებული. „სამწუხაროდ, პარხალის მონასტერის რეაბილიტაციის დაწყების ამბავი ჩვენთვის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. რამდენჯერაც ამ ძეგლებთან დაკავშირებით თურქულ მხარესთან გვქონდა შეხვედრა, იქ არასდროს წამოწეულა პარხალის ტაძრის თემა. კულტურის სამინისტრო სამთავრობო შეთანხმების პროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ერთხელ და სამუდამოდ, მთვრობებს შორის უნდა მოხდეს შეთანხმება. ეს პროცესი მალე დასრულდება და თამაშის წესები საბოლოოდ დადგინდება ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. შეთანხმების თანახმად, უნდა მოდხეს ორივე ქვეყნის დაშვება ისტორიული ძეგლების ტერიტორიაზე. ჩვენ უკვე საელჩოსთან ერთდ დავიწყეთ მუშაობა, რომ გავარკვიოთ რა მიზნით დაიწყეს პარხალის რეაბილიტაციის პროცესი და რა მიზანს ემსახურება ეს ყოველივე. ეჭვი მეპარება, რომ იქ რაიმეს დაზიანება მოხდეს. თურქეთს თავის ტერიტორია აქვს და არ არიან ვალდებულნი ვინმეს შეუთანხმონ ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი. აქ საუბარია თანამშრომლობაზე“, - აცხადებს ანთიძე. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაო-კლარჯეთში მდებარე პარხალის ისტორიულ ძეგლს, ქართული მხარესთან შეუთანხმებლად, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)