|
2016-07-22 14:22:39, 655 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, აუცილებელია ხიდის პანდუსის ერთი ნაწილის სრული რეაბილიტაცია. “გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში წყალი აზიანებდა აღნიშნულ მონაკვეთს, აუცილებელია მოხდეს ხიდის პანდუსის ერთი ნაწილის სრული რეაბილიტაცია. ამისთვის იხსნება საფარი, მოხდება ხუთი ახალი კოჭის დამზადება, ჩამოტანა და დამონტაჟება, შესაბამისად, ხიდის მდგრადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, გახდება უფრო უსაფრთხო, კომფორტული და ის პრობლემები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით ჰქონდათ მძღოლებს, აღმოიფხვრება თავიდან ბოლომდე. ძალიან ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება სამუშაოები, რათა ზაფხულის პერიოდი გამოვიყენოთ მაქსიმალურად და სექტემბრის დასაწყისისთვის დავასრულოთ სამუშაოები,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მეტეხის ხიდთან, მტკვრის უბესთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ხიდი გადახურულია რკინა-ბეტონის მონოლითური ფილით, რომელიც დასკვნის საფუძველზე მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებს. განხორციელდება არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟი და მის ნაცვლად მოეწყობა ახალი სახიდე გადასასვლელი (ახალი 4 ხიმინჯით). ასევე, მოხდება არსებული ქვის მოაჯირების დემონტაჟი (გაფართოვდება ტროტუარი) და მოეწყობა სავალი ნაწილის ჰიდრო-იზოლაცია. სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ენ-სი-სი“ აწარმოებს და მისი ღირებულება - 404 919 ლარია. მდ. მტკვრის უბესთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)