სოფელ სობისში მომხდარ ინციდენტზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათი მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი სცემეს, შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფელ სობისში მათ მხარდამჭერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, აჭარაში საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 12.54%-მა (38 713) დააფიქსირა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯოდმარე ზურაბ პატარაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მან ხმა ქობულეთში, 71-ე ოლქის მე-4 უბანზე მისცა.
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში აკვირდებიან.
ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More