|
2016-10-30 13:27:36, 726 ნახვა
პოლიტიკა
12:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი კვლავ მცხეთაში ფიქსირდება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 315009 ამომრჩეველია. რაც შეეხება ოლქების მიხედვით აქტივობას, საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი კვლავ 37- ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო- საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 22.7 % შეადგინა. ასევე ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 60-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთი/ ჩოხატაურის საოლქო-საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე -19.9 % და #51-ე მაჟორიტარული ოლქის ბაღდათი/ხარაგაულის საოლქო- საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიზე-18.5%. 12:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე ნაკლები აქტივობა დაფიქსირდა - ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე (7.9%) და გორის საოლქო-საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიებზე (7.2%). ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)