|
2016-10-30 13:03:37, 726 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: 1-ელ ტურში, რატომღაც ძალიან ბევრი ბიულეტენი გაყალბდა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ნახევარს შეეძლო პირველსავე ტურში გამარჯვება, თუმცა რატომღაც გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტენი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, ამდენი მეორე ტური მოსალოდნელი არ იყო. „ამდენ მეორე ტურს აქვს თავის მიზეზები, მე არ ვისაუბრებ ტექნიკურ მიზეზებზე, უნდა ყოფილიყო უფრო ნაკლები მეორე ტური. ბევრი ბიულეტენი გაყალბდა თუ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ, დააზუსტოთ, ვინ გააყალბა და რატომ. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ნახევარს შეეძლო პირველსავე ტურში გამარჯვება, თუმცა რატომღაც გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტენი. ამის ოსტატები სად იყვნენ და როგორ იყვნენ, თქვენ კარგად იცით, ალბათ იქიდან მოდიოდა ესეც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე განცხადებით, ის დაკნინებულად აფასებდა "ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა იცოდა, რომ მათ მეორე ადგილი უნდა აეღო. „ჩვენ ვატარებდით კვლევებს და ვიცოდით ხალხის აზრი. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით თითქმის ძალიან დიდი სიზუსტით გავაკეთე სტატისტიკა, რამეთუ კვლევებს ვატარებდი სტაბილურად. ერთადერთი შეიძლება გადაჭარბებულად, ამაღლებულად, უფრო სწორად დაკნინებულად ვაფასებდი „ნაციონალურ მოძრაობა“, თუმცა აქაც დაახლოებით ვიცოდით, რომ მეორე ადგილი უნდა აეღო „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)