„ჩვენ არ ვართ მარტო ამ ტრაგედიის პირისპირ. ეს ტრაგედია გახდა თითოეული ადამიანის გამაერთიანებელი საქართველოში“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის შობის ტაძარში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტიქიით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებულება გამოსცა.
“თბილისში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდენელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.
დღეს დილიდან დედაქალაქის გზებზე, კერძოდ, მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 ადამიანს შეადგენს, 7 პირი კი, უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სტიქიით შედეგად დაზიანებული ბაგებისა და ახალდაბის მიდებარე ტერიტორია ვერტმფრენით დაათვალიერა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და სიმბოლურად მოწყობილ მემორიალზე ყვავილები მიიტანა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More