16:11 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 20:15:37, 385 ნახვა

საზოგადოება
ზოოპარკის ადმინისტრაცია საჭირო ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს

ზოოპარკის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველას, ვინც ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებში იღებს მონაწილეობას.

ადმინისტრაცია დახმარების მსურველებისთვის იმ ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებიც ზოოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის არის საჭირო.

„თბილისის ზოოპარკი მადლიერია ყველა იმ ადამიანის და მოხალისისა, რომელიც დაუღალავად შრომობს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში. გვიკავშირდება უამრავი ადამიანი, რომელიც გამოხატავს დახმარების სურვილს, ყველა მათგანს ვერც ვპასუხობთ. დახმარების მსურველი მოქალაქეებისა და ორგანიზაციების რიცხვი დიდია, მიზანმიმართული და ეფექტიანი თანადგომისთვის ვაქვეყნებთ ჩამონათვალს, თუ რისი საჭიროებაა ამ ეტაპზე. დახმარების მსურველები დაგვიკავშირდით ან პირდაპირ მოგვაწოდეთ ადგილზე (ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში) ნივთები ქვემო ჩამონათვალიდან:

- საბავშვო გასაბერი აუზი პინგვინებისთვის - 2 ცალი;

- საბავშვო აბაზანები წყლისთვის - 20 ცალი;

- ტაშტები - 50 ცალი;

- ეზოს ცოცხები - 200 ცალი;

- ეზოს აქანდაზები - 100 ცალი;

- წყლის ვედროები (რკინის ან პლასტმასის) - 100 ცალი;

- ფოცხი - 50 ცალი;

- ძლიერი, დიდი ბოქლომები - 30 ცალი;

- ნაგვის მწვანე, ბორბლებიანი ურნები - 50 ცალი;

- პირბადე - 1000 ცალი;

- ხელთათმანი - 1000 ცალი;

- სასმელი წყალი - რაც შეიძლება ბევრი;

- "ბალგარკა" - 2 ცალი (230 მმ-იანი ქვა 50 ცალი);

- 3 მმ-იანი ელექტროდი - 200 ცალი.

დიდი მადლობა!!! „, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics