08:03 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის - ბენტონიტური თიხების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის ნებართვა გასცა.

„ბანკი რესპუბლიკისა“ და „თიბისი ბანკის“ გაერთიანება 6 მაისს დასრულდება

„თიბისი ბანკისა" და „ბანკი რესპუბლიკის" გაერთიანება 6 მაისს სრულდება, რის გამოც მიმდინარეობს „ბანკი რესპუბლიკის" ბარათების „თიბისი ბანკის" ბარათებით ჩანაცვლება.

მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი ხვალ გამოცხადდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი ხვალ გამოცხადდება.

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბელგიური კომპანიები ეცნობიან
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე სტუდენტებს შეხვდა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 

ქუმსიშვილი: საგადასახადო ცვლილებების პაკეტი ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და გაძლიერებაზე

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შექმნიდან 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე,  კანონმდებლობაში დაგეგმილ ახალ ცვლილებებზე ისაუბრა,  რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და გაძლიერებაზე.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს უწყების 10 წლის იუბილე მიულოცა

განსაკუთრებული პატივისცემით მინდა მივესალმო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით, მსურს ხმა მივაწვდინო შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახლა, ამ წუთებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს იცავენ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული სამსახურის 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეალურად მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, უქმდება,  - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციისას განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურა იცვლება

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილი: საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტით ენერგოეფექტურობა წახალისდება

ენერგოეფექტურობის წახალისება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციისას განაცხადა.

ქუმსიშვილი: ახალი საკანონმდებლო ცვლილებები საშულებას იძლევა დასრულდეს 2008 წლის შემდეგ შეჩერებული მშენებლობები

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 2 წლით გახანგრძლივდა 2008 წლამდე  დაწყებული მშენებლობებისთვის შეღავათები.

პრემიერი: შემოსავლების სამსახური უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის

ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და, ამავდროულად, ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საგადასახადო ადმინისტრირების ახალი ფორმატი საშუალებას იძლევა, გადამხდელმა შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა“

ახალი საკანონმდებლო პაკეტით, უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების 1-წლიანი გადანაწილების შესაძლებლობა  5 000-დან  50 000 ლარამდე იზრდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციისას განაცხადა.

ქუმსიშვილი: შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება აქციზისგან გათავისუფლდება

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა, ასევე, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics