|
2017-05-25 16:30:33, 2219 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ქვეყნის ისტორიაში პირველად ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა
საქართველოს ბანკმა 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციები გამოუშვა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა - 2020 წლის ივნისამდეა. საქართველოს ბანკის ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება. ეს გარიგება ქვეყნისთვის და ქართული საბანკო სექტორისთვის დიდი მიღწევაა, რადგან გამოხატავს უცხოელი ინვესტორების ნდობას ქვეყნის ეკონომიკური გეზის, მისი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის და საბანკო სექტორის მიმართ. იგი ნიშნავს არა მარტო უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის ლარიზაციის პროცესში. გარიგება ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი საფონდო და სავალუტო ბაზრების შემდგომ განვითარებას. “საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვებას, როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელ კომპონენტს და, მეორეს მხრივ, გრძლევადიანი ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობისა და ლარიზაციის ხელშემწყობ ფაქტორს. მისასალმებელია, რომ ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებული პირველი ევრობონდების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება, ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების შემდეგ, ქართული ბანკის მიერ ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას ადგილობრივი კომპანიებიდან არაერთი მიმდევარი გამოუჩნდება“ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. „მე ძალიან მოხარული ვარ რომ, ჩვენთვის და საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი გარიგება, წარმატებით დასრულდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოელი ინვესტორები ამ მასშტაბის ინვესტიციას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო საქართველოსთვის უპრეცენდენტო გარიგებაში, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკს მხარდაჭერისთვის“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება მოხდება 2017 წლის 1-ელ ივნისს. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 100%-ში. ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგებია: BB- (Fitch) და Ba3 (Moody's). აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი და Renaissance Capital-ი იყვნენ, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელებისა და კომპანიის იურიდულ მრჩევლები Dechert LLP-ი და Baker & McKenzie LLP-ი. (NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)