|
2017-05-25 20:00:39, 2625 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო (ICAO) ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი დოქტორ ბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუის ფონსეკა დი ალმეიდა ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ICAO-ს პირველმა პირებმა შეხვედრა გამართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პოლიტიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, სსიპ სამოქალაქო ავიაციის დირექტორი გურამ ჯალაღონია, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კონსტანტინე ქავთარაძე ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დოქტორ ბენარდ ალიუმ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეულ პროგრესს და წარმატებას. ,,მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და მადლობა ვუთხრა ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარებისთვის, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში,-‘’განაცხადა დოქტორ ბენარდ ალიუმ. ,,სამოქალაქო ავიაციის სექტორში მაჩვენებლები ძალიან გაგვიუმჯობესდა. სტანდარტები და მოთხოვნები, რომლებსაც ICAO აყენებს, საკმაოდ მაღალია. დადებითად იქნა შეფასებული ის შრომა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად გაწია. შეხვედრაზე სწორედ ამ წარმატებასა და პროგრესზე იყო საუბარი,-‘’განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს პირველად მასპინძლობს. ICAO-ს საბჭო არის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 36 სახელმწიფოსაგან შემდგარი მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმართავს. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)