„ბოლო ორი წელიწადი ჩვენი ურთიერთობებისთვის ძალიან ნაყოფიერი წლები იყო. 2017 წლის მაისში მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რაც იყო ალბათ ერთ-ერთი უდიდესი გადადგმული ნაბიჯი როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით. ის უდიდეს შესაძლებლობებს ხსნის ორივე მხარისათვის“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხად.