|
2017-09-22 10:23:27, 2113 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
21 სექტემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით წარსდგა. კონფერენციაზე „საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა საქართველოში“ გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს საქართველოსთვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო ათწლეულში საქართველოში ძირეული ინსტიტუციური და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. მისი თქმით, ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობისა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც არაერთ ავტორიტეტულ რეიტინგში აისახა. ხაზგასმით აღინიშნა სარეიტინგო კომპანიის, „Moody’s” ბოლო შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიცია, ბოლო 7 წლის მანძილზე პირველად გაუმჯობესდა. აღნიშნულმა სარეიტინგო კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკაზე, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი ნათლად ჩანს საერთაშორისო კვლევების შედეგებში. საქართველოს პოზიცია ღია ბიუჯეტის ინდექსში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ის 102 გამოკვლეულ ქვეყანას შორის 16 პოზიციაზეა და მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის. ამ მაჩვენებლით საქართველო წინ უსწრებს რეგიონის ყველა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას. ასევე აღინიშნა, რომ მიღწეული პროგრესის დამატებით მტკიცებულებას უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების ანგარიშები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის ბოლოს. „იმავდროულად, აღნიშნული ანგარიშებით გამოვლენილი ფაქტები გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ სისტემური მიდგომა საჯარო ფინანსების მართვის ახალი რეფორმის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რათა გადაიჭრას დარჩენილი საკითხები და გამოწვევები და შეიქმნას საჯარო ფინანსების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაში იქნება. აღნიშნული მიღწევები შესაძლებელი გახდა ევროკავშირის და ჩვენი განვითარების სხვადასხვა პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)