|
2017-09-21 17:24:44, 2533 ნახვა
ეკონომიკა
ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი დამტკიცდა და შესაბამისი ვებგვერდი ამოქმედდა
ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი ამოქმედდა და მათი წარდგენის ვებგვერდი ამუშავდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით, დამტკიცდა „სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესი", რომელშიც დეტალურად არის მოცემული სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის სამსახურისთვის ელექტრონულად წარდგენის პროცესი და ასევე წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესები. ბრძანების შესაბამისად, ამოქმედდა ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის ვებგვერდი - https://eservices.rs.ge/. წესის მიხედვით, ანგარიშგებების წარდგენის პროცესი მოიცავს სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ასახვას (ინფორმაციის უმეტესი ნაწილი ავტომატურად აისახება საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზიდან), ფინანსური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსებასა და ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის ატვირთვას. სუბიექტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ადასტურებს აუდიტორი, რაც მაქსიმალურად სანდო ანგარიშგებების განთავსებას ისახავს მიზნად. სუბიექტების მიერ ატვირთული ანგარიშგებები გასაჯაროვდება ანგარიშგების პორტალზე და ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ანგარიშგებებთან ერთად, პორტალზე ასევე განთავსდება ზემოაღნიშნული ზოგადი ინფორმაცია სუბიექტის შესახებ, რაც ფინანსური გამჭვირვალობის ზრდასა და მომხმარებლისთვის სუბიექტის შესახებ ერთიანი სურათის შექმნას ემსახურება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)