„ევროპული საქართველო“ ხვალ სავარაუდოდ, საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს
„ევროპული საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ისეთი რამის ლეგიტიმაციაში, რაც ცალსახად გაკეთებულია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.