13:39 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 11:49:57, 2073 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე: ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა.

როგორც ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობვლივ კონფერენციაზე განაცხადა, ირანში საქართველოსთვის ხელსაყრელ ბიზნეს საინვესტიციო კლიმატია.

„თუნდაც, ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ირანული ინვესტიციების 90%-იანი ზრდა. ამასთან, გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა სუფსის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს პროექტს, რომლის ჯამური ინვესტიცია 1.5 მილიარდია და მხარეები აქტიურად მუშაობენ პროექტის განხორციელებაზე“, - აღნიშნა ჯანელიძემ. 

ამასთან, მინისტრის შეფასებით, ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ტურისტების მზარდი დინამიკა წარმოადგენს.

„2016 წელს ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 5-ჯერ გაიზარდა და ეს ტენდენცია გრძელდება. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირ ავიაფრენებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics