კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული ქმედებებით არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ
ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტალურ ოფისში, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად წარდგენის შემდეგ განაცხადა.