"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პარტიის ერთიანობის გადარჩენა მხოლოდ ერთი კაცს მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.
„ჩემთვის ეს ინფორმაცია ძალიან მოძველებულია, პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს“,-ამის შესახებ „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა „ექსპრესნიუსს“ გავრცელებულ ინფორმციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია „იმედი" „მაესტროსა" და „GDS-ს" ყიდულობს.
„საქართველოს პრეზიდენტის, ქვეყნის მთავარსარდლის არჩევის პრეროგატივა ვფიქრობ, ხალხს უნდა დარჩეს“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი სამწუხაროს უწოდებს პარტიის პოლიტსაბჭოს 27 წევრის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან ის 7 000 დელეგატიანი ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებას ემსახურება.
„განათლების სისტემის მნიშვნელოვანი განვითარების გარეშე ქვეყანაში პროგრესი არ გვექნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი (სემეკ) ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ, დღევანდელ სხდომაზე, ტარიფებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები შეაჯამა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის უმთავრეს და საბოლოო მიზანს წარმოადგენს, - ამის შესახევ ვიქტორ დოლიძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ რუსეთმა ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.
კონსტიტუციონალისტის, პარლამენტის ყოფილი წევრის, ვახტან ხმალაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო კომისიაში ყველა მოქმედ ნორმაზე დაიწყება მსჯელობა, მაშინ თავმჯდომარის მიერ დადგენილი 4 თვე საკმარისი არ იქნება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციაში, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ხელშეხება და გაძლიერება ყველა თავს სჭირდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, ამიტომ საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More