|
2017-01-06 14:55:45, 1733 ნახვა
კომენტარი
თინათინ ბერძენიშვილი: საზოგადოებრივ მაუწყებელში მინდა სარედაქციო თავისუფლება შენარჩუნდეს, რომელიც გვქონდა
„ბორდის გადაწყვეტილება არის მათი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა“, - ასე გამოეხმაურა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას „მოამბესთან“ საუბარში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი თინათინ ბერძენიშვილი. „ბორდის გადაწყვეტილება არის მათი გადაწყვეტილება და მათი პასუხისმგებლობა. საზოგადოებრივ მაუწყებელში მინდა ვისურვო, რომ ის სარედაქციო თავისუფლება შენარჩუნდეს, რომელიც გვქონდა. ცხადია საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვაგრძელებ მუშაობას, პროცესი წინ არის და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ახალი გენდირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)