საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტო არა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, არამედ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებას დაადო.
ქუთაისში, პარლამენტის პლენარული სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო, ამ დრომდე ვერ იწყება. რეგისტრაცია 67-მა დეპუტატმა გაიარა, ქვორუმი კი, 76-ს შეადგენს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, განმეორებითი რეგისტრაცია 15 წუთში ჩატარდება.
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მთელი საზოგადოება მობილიზებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები დასრულდეს.
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი გადაცემა „არჩევანში“ პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ის პრეზიდენტის ოჯახზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც თავდაპირველად მიიღო პარლამენტმა.
საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 2017 წლის 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.
ე.წ ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ტავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 11 აპრილს კომიტეტის კითხვებს უპასუხებს.
„ეს არის ისტორიული ღონისძიება, რომელიც ერთად კრებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენს საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ და სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
"სამწუხაროდ, ქართული ოცნების უმრავლესობა გვთავაზობს პროექტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ფარული მიყურადების კანონპროექტთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„თუ გვინდა მოვშალოთ დაცვის ყველა ზღვარი და რომანტიული კანონები ვწეროთ - ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯები არ იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფარული მიყურადების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More