19:37 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 16:09:26, 2023 ნახვა

პოლიტიკა
11 აპრილს ლევან იზორიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ტავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 11 აპრილს კომიტეტის კითხვებს უპასუხებს. 

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სისტემაში განხორციელებულ ოპტიმიზაციას, NATO-სთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. 

მისივე თქმით, დეპუტატებთან შეხვედრის სურვილი მინისტრმა თავად გამოთქვა. 

"მინისტრს აქვს სურვილი პარლამენტის წინაშე წარდგეს, მე საკითხს პოზიტიურად ვუდგები და სავარაუდოდ 11 აპრილზე შევთანხმდებით, რადგან გავითვალისწინეთ ჩემი ვიზიტი და სასესიო კვირა, ამიტომ სამშაბათს გთავაზობთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ აპარატს დაავალა წინასწარ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება რომელ არასამთავრობოებს და ექსპერტებს აქვთ შეხვედრაზე დასწრების სურვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics