|
2017-03-22 10:32:53, 1829 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში, ასევე ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სენატორ ტომ კოტონს (რესპუბლიკელი, არკანზასის შტატი) შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას. აღინიშნა, საქართველო როგორც რეგიონში დემოკრატიის წარმატებული მოდელი. შეხვედრაზე სენატორს ინფორმაცია მიეწოდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული პროცესების თაობაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები, მათ შორის რეგიონების მილიტარიზაცია, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი. სენატორმა კიდევ ერთხელ გამოხათა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 2017 წლის 20-21 მარტს მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში. მათ შორის შეხვდა მარშალის ფონდის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დერეკ კოლეტს (Derek Chollet), აშშ-სს საერთაშორისო სწავლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის პრეზიდენტს ჯონ ჰამრს (John Hamre), ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრის დამფუძნებელს მიჩელ ფლორნოის (Michelle Flournoy) და პრეზიდენტს რიჩარ ფონტანს (Richard Fontaine). მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტს სტრობ ტალბოტს (Strobe Talbott), ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს სტეფენ ჰედლის (Srephen Hadley). შევედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, ტრანსალტალნტიკური უსაფრთხოების გარემოს, აშშ-საქართველოს თანამშრომლობას და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა, რეგიონში საქართველოს როლის კიდევ უფრო გასაზრდელად.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)