შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის წევრმა დავით ქაჯაიამ მორიგ წარმატებას მიაღწია.
პეკინში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას მოეწერა ხელი.
1962 წლის 29 ივნისს ჟენევაში, Patinoire de Geneve მოედანზე, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში თბილისის „დინამოს“კალათბურთელებმა ანგარიშით 90:83 გაიმარჯვეს მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდზე და ევროპის ჩემპიონთა თასს დაეუფლნენ.
ოლიმპიური ცეცხლის ჩირაღდანი დღეს ფოთში ჩაიტანეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს იმ მსხვერპლის გამო, რომელიც საფრანგეთში, ტუნისსა და კუვეიტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს მოჰყვა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის პროექტ „ერთად შევეგებოთ ევროპას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ბათუმში ამერიკული ნაღმოსანი „ლაბუნი“ (DDG-58) 27-29 ივნისს შემოვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად გმირთა მოედნის, ზოოპარკის, მზიურისა და სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More