|
2015-06-29 10:06:36, 524 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიური ცეცხლი ფოთშია
ოლიმპიური ცეცხლის ჩირაღდანი დღეს ფოთში ჩაიტანეს. მალთაყვაში, დიდების მემორიალთან ოლიმპიურ ჩირაღდანს ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სპორტსმენები დახვდნენ. ოლიმპიურმა ჩირაღდანმა გურიისა და აკაკის ქუჩები გაიარა, მარშრუტი რუსთაველის რკალზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრთან დასრულდა, სადაც საზეიმო კონცერტი მოეწყო. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგნენ. ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლის საზეიმო ცერემონიალის მონაწილეებს მიესალმნენ და ქართველ სპორტსმენებს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცეს ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ. მათ წარმატებული ფოთელი სპორტსმენები, ოლიმპიური ცეცხლის მცველები და მეჩირაღდნეები საზეიმო ვითარებაში სიგელებით დააჯილდოვეს. ოლიმპიური ცეცხლი ფოთს ხვალ დილით დატოვებს. ახალგაზრდული ოლიმპირი ფესტივალი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების, 1991 წლიდან ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ევროპის ქალაქებში. მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)