|
2015-06-27 16:26:43, 542 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის პროექტ „ერთად შევეგებოთ ევროპას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის პროექტ „ერთად შევეგებოთ ევროპას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანს, ადგილობრივ თემებში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების და ევროკავშირთან დაახლოების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის ამაღლება და ხელშეწყობა წარმოადგენს. უთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ექსპერტ, თამარ ხურციას ხელმოწერით გაფორმდა. „მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს „საზოგადოებრივი ცენტრების“ და პროექტ “ერთად შევეგებოთ ევროპას“ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობით, დაიგეგმოს და განხორციელდეს საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მოეწყოს ევროკავშირის კინოფესტივალის დღეები და სხვა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი დაახლოების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას. სერვისების განვითრების სააგენტო, მოხარულია, რომ საშუალება ეძლევა ჩართული იყოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში“, - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თვმჯდომარემ შიო ხეცურიანმა. თამარ ხურციას განცხადებით, ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის საშუალებით, რომელიც „საზოგადოებრივ ცენტრებს“ ესტუმრება, მოქალაქეებს გაუმარტივდებათ იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას შეეხება. „მიმდინარე წელს ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის ავტობუსი იმოგზაურებს საქართველოს რეგიონებში და მათ შორის ესტუმრება ყველა „საზოგადოებრივ ცენტრს“ და მოქალაქეებს მივაწვდით უახლეს ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებს გადავცემთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოცემულ წიგნს - „მოდი, გავიცნოთ ევროპა“. ახალგაზრდებისთვის ასევე მოეწყობა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „მოგზაურობა ევროპაში“ ჩვენება“, - განაცხადა თამარ ხურციამ. ევროკავშირის მობილურმა საინფორმაციო ცენტრმა 31 მარტს დაიწყო 2015 წლის საინფორმაციო კამპანია - „ერთად შევეგებოთ ევროპას.“ საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)