19:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი თაბუაშვილი: 2016 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, მათ შორის საგადასახადო ნაწილში

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, მათ შორის  საგადასახადო ნაწილში.

 

ომბუდსმენი წულუკიანზე: ეს შეფასება ჩემთვის შეურაცხმყოფელი და გაუგებარია

„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ  ეს არის  ცილისწამება. მან ან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი ან დაასახელოს ინფორმაციის წყარო“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ომბუდსმენმა იმუშავა იმისთვის, რომ სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს დაბრუნებოდა.

 

კახიძე წულუკიანზე: ეს ქალბატონი ყველა სფეროში არაკომპეტენტურობით ხასიათდება

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს იმაზე არაკომპეტენტური ხელმძღვანელი არ ჰყოლია, როგორც დღეს ჰყავს. 

მღებრიშვილი: ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ ასე საჯაროდ ცერცვაძის თემა ვერ განიხილება

შინაგან საქმეთა  მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პასუხი ყველა კითხვაზე აქვს, თუმცა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

 

სესიაშვილი: ვინც სიტყვა „მოღალატეს“ იხმარს, ის საკადრის პასუხს მიიღებს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ზოგიერთს ჰგონია, რომ სიტყვა „მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია, ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესი ასეთია. 

პრემიერი ოპონენტებზე: ქვეყნის სიყვარულში ეს უღირსი ადამიანები ჩვენ ნუ შეგვეჯიბრებიან

საქართველო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპონენეტების სურვილია, საქართველოს მთავრობა მუდმივად თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდეს.

 

პრემიერი: ირაკლი შოთაძე მუდმივ კონტაქტზეა უკრაინელ კოლეგასთან, იმედი გვაქვს, ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2 დღეა რაც მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უკრაინელ კოლეგასთან, ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით მუდმივი კონტაქტი აქვს.

 

ჭიაბერაშვილი: ხელისუფლებამ გადასახადები უნდა შეამციროს, რაც კრიზისის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია

"საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი განცხადება ადასტურებს იმას, რასაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და გადასახადების ზრდის შესახებ ვამბობდით და რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ შიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დოლიძე: საქართველო არის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რატომ არ მოხდა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერა.

 

წულუკიანი: საქართველოსთვის სიის დაბრუნებას „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები ყიჟინით შეხვდნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სიის საქართველოსთვის უკან დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

 

ჭიაბერაშვილი: ქვეყანამ მიიღო კიდევ ერთი დარტყმა, რაც დასტურია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს სტრასბურგში

„ქვეყანამ მიიღო კიდევ ერთი დარტყმა, რაც დასტურია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ დღეს ჩვენს ქვეყანას სტრასბურგში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების დაწუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

თეა წულუკიანი: ქართულ ოჯახებში ხშირია, რომ ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი ხდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოჯახებში  ხშირად ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებიც ხდებიან.

 

სერგეენკო გაზპრომზე: აუცილებლად გასაჯაროვდება ის ნაწილი, რისი გასაჯაროვებაც შესაძლებელია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აუცილებლად  გასაჯაროვდება „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რისი გასაჯაროვებაც შესაძლებელია ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში. თუმცა,  ვადებზე სერგეენკოს არ უსაბრია.

 

სერგეენკო: მოგვენიჭა უფლება, კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გავაკეთოთ

„ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გააკეთოს, ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ომბუდსმენის განცხადებით, გიორგი ცერცვაძე მტრულად განწყობილ ქვეყანას - რუსეთს არ უნდა გადაეცეს

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო გიორგი ცერცვაძე, მტრულად განწყობილ ქვეყანას - რუსეთს არ გადაეცეს. 

რომან გოცირიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას მშვიდად მიიღებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics