|
2017-01-25 14:04:36, 1637 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ქვეყანამ მიიღო კიდევ ერთი დარტყმა, რაც დასტურია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს სტრასბურგში
„ქვეყანამ მიიღო კიდევ ერთი დარტყმა, რაც დასტურია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ დღეს ჩვენს ქვეყანას სტრასბურგში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების დაწუნებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აღიქვამენ როგორც ქვეყანას, სადაც ჰყავთ პოლიტპატიმრები შერჩევითი სამართლის პირობებში. ,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური ქვეკომიტეტის მიერ რომელიმე ქვეყნიდან წარგზავნილი მოსამართლეების მთლიანი სიის დაწუნება მაშინ ხდება, როდესაც სტრასბურგს ეჭვი ეპარება იმაში, რომ სია არასათანადო, გაუმჭვირვალე პროცედურებით იყო წარდგენილი და აქ ხელისუფლების ხელი არასასურველად ურევია. ქალბატონი წულუკიანი ცდილობდა საკუთარი პროტეჟეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დაენიშნა. მას ეს თავნებობა ბიძინა ივანიშვილის საქართველოში გასდის, რომელიც სტრასბურგში რა თქმა უნდა არ გაუვიდა. ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის კიდევ ერთხელ შელახვა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური ქმედებების გამო, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია იმ თვალსაზრისით, რომ მათ ვერ მოახერხეს პირადი მოსამართლეების გაყვანა. ქვეყანამ მიიღო კიდევ ერთი დარტყმა, რაც დასტურია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ დღეს ჩვენს ქვეყანას სტრასბურგში. საქართველოს აღიქვამენ ქვეყანას, სადაც ჰყავთ პოლიტპატიმრები შერჩევითი სამართლის პირობებში, სადაც ხელისუფლება არ იცავს მაღალ სტანდარტებს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. ცნობისთვის, 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, შემდეგ კი, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო. გუშინ გამართულ კენჭისყრაზე სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. კანდიდატურების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 მომხრე იყო, 2-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)