21:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
უკრაინაში საქართველოს ელჩი ხვალ გია ცერცვაძის საქმეზე ქვეყნის სახალხო დამცველს შეხვდება

უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მიხეილ უკლებას განცხადაბით, ხვალ ის სახალხო დამცველს შეხვდება.

იან კელი: არ ვაღიარებთ არანაირ ადმინისტრაციულ საზღვარს და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და ხურჩაში არსებულ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

 

სერგო რატიანი: სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ საკუთარი ჯარისკაცი მტერ ქვეყანას არ გადაეცეს

„სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და მისმა ქმედებამ ჩვენი ჯარისკაცი პატიმრობაში დატობა“,-ასე გამოეხმაურა  ფრაქცია „ევროპული საქართველოს“  თავმჯდომარე სერგო რატიანი ქართველი მებრძოლის გია ცერცვაძის პატიმრობაში წინასწარ დატოვებას.

 

ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე: სასამართლომ პროკურატურას ნამუსი მოწმინდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ბრალდებულების 2 თვეში გათავისუფლება დადებითად შეაფასა.

 

კორძაია: უდანაშაულო ადამიანები სასამართლომ ციხეში დამნაშავის სახელით დატოვა

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

 

პროკურორი: დადასტურდა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს

პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ე.წ.  კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ადეკვატური იყო.

 

ლევან სამუშია: სააპელაციო სასამართლომ ზეწოლას ბოლომდე ვერ გაუძლო

ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ბოლომდე ვერ გაუძლო ზეწოლას და ე.წ. კაბელების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანა.

 

გია ცერცვაძის ადვოკატი: სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ

ადვოკატი ქსენია პროკონოვა კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების გამო იმედგაცრუებულია.

ბეჟაშვილი: ხელისუფლების გულგრილობის გამო ომის გმირი დღეს განსაცდელის წინაშე იმყოფება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გულგრილობის შედეგად, საქართველოს და უკრაინის ომის გმირი დღეს განსაცდელის წინაშე იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილი: გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვება "სამარცხვინოა".  

სააკაშვილი ცერცვაძეზე: საქართველოს მთავრობა მას წირავს, მაგრამ უკრაინა მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში უნდა დაიწყოს გამოძიება, იმის თაობაზე თუ როგორ აღმოჩნდა ქართველი მოსამსახურეების შესახებ ინფორომაცია "მტრის ხელში".

ანა დოლიძე: იმედი გვაქვს, რომ გია ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები დაცული იქნება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დონის მოხელეებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ.

 

ნარჩემაშვილის აზრით, კონსტიტუციის პრეამბულაში ნატო-სა და ევროკავშირში მისწრაფებებზე ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი კონსტიტუციის პრეამბულაში ნატო-სა და ევროკავშირში მისწრაფებების  შესახებ  ჩანაწერის გაკეთების მომხრე არაა.

 

დევიდ ჯენკინსი: გუდაური ძალიან კარგად განვითარებული კურორტია, შესანიშნავი გარემოთი

„საქართველოში ნამდვილად კარგი პირობებია ტურიზმის განვითარებისათვის, გუდაური ძალიან კარგად განვითარებული კურორტია, შესანიშნავი გარემოთი და ჩვენ ვგეგმავთ, აქ საქმიანობა არამარტო ზამთრის სეზონისთვის,  არამედ მთელი წლის განმავლობაში გავააქტიუროთ“, - ამის შესახებ   Carlson Rezidor Hotel Group-ის  ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ჯენკინსმა განაცხადა...

მიხეილ უკლება: საკონტროლო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობას ცერცვაძის დაკავებიდან მალევე დავუკავშირდით

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიხეილ უკლებას განცხადებით, გია ცერცვაძის დაკავებიდან საელჩო საკონტროლო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობას მალევე დაუკავშირდა. 

თაბუაშვილის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო პუნქტის რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთი წელში დასრულდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის  გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო პუნქტის რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში დასრულდება:

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics