14:38 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გრიგოლ ვაშაძე: ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობის  მონაწილეებს სიტყვით მიმართა:

 

ცისკარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეეგუება იდეას, რომ „საქართველო პატარა სოფელია“

„ჩვენ ვერ შევეგუებით  იდეას, რომელიც გვთავაზობს, რომ „საქართველო ხომ პატარა სოფელია, დიდ მოთამაშეებს შორის ნუ გავირბენთ“, ეს იდეოლოგია ჩვენთვის მიუღებელია“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის  მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

სანდრა რულოვსი: იმხელა ძალაა მიშაში, რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ

"თქვენ აძლიერებთ პარტიას, მიშას და ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ", - ასე მიმართა სანდრა რულოვსმა „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის მონაწილეებს.

ბეჟაშვილი: პარტიის გენმდივნის ფუნქციას მერაბიშვილის გათავისუფლებამდე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითავსებს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარესა და მის ორ მოადგილეს აირჩევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

 

თამარ ჩუგოშვილი: ვენეციის კომისია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის და ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს შეხვედრაზე ყველაზე მეტი ყურადღება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შემუშავების პროცესს დაეთმო.

 

ჯანი ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს

ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს.

 

კახა კალაძე: ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება არცერთი პროცენტით არ გაზრდილა

„ახალი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, არის მაქსიმალური შედეგი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კალაძე „გაზპრომთან“ შეთანხმებაზე: თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად გასაჯაროვდეს

„გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ბოკერია „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაზე: უნდა ჩამოყალიბდნენ, რომელ ცრუ მითებს „აწვებიან“

„გაზპრომის ხელშეკრულების გაფორმება, არის მძიმე დარტყმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და მოქალაქეების კეთილდღეობას ზიანს აყენებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

 

კალაძე: არაპოპულარული ჯგუფები, საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად, დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ

„ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები, საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ დაკავშირებით გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

 

თალაკვაძე: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებაა მიღებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში  გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებაა მიღებული.

 

გია ვოლსკის შეფასებით, „გაზპრომის“ საკითხზე პრეზიდენტის განცხადება „დაუფიქრებელი“ იყო

„ყველა ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი გუნდი, პრეზიდენტის განცხადება არ წარმოვაჩინოთ ისე, რომ რაღაც ახალი დაპირისპირების წინაპირობა შევქმნათ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები დაზიანდა.

 

სერგეენკო: ზოგიერთმა კლინიკამ თანხები მენეჯმენტის კეთილდღეობაზე დახარჯა, პაციენტებზე კი, მცირე ნაწილი მიმართა

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება.

 

მაია მელიქიძე: საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის მიწოდებას ამ ეტაპზე ტექნიკურად ალტერნატივა არ აქვს

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველის მაია მელიქიძის განცხადებით, "გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ქართულმა მხარემ  იმაზე გაუარესებული პირობები მიიღო, ვიდრე  აქამდე ჰქონდა. თუმცა,  როგორც მაია მელიქიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, საქართველოს გავლით სომხეთისთვის  გაზის მიწოდებას ამ ეტაპზე ტექნიკურად ალტერნატივა არ აქვს.

 

ზაქარია ქუცნაშვილი „გაზპრომთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნას აბსტრაქტულს უწოდებს

„ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასება, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, ენერგოსექტორი გაუარესდება, არასწორი ფრაზაა.

 

წერეთელი სააკაშვილზე: გაუთავებელ საუბარს სჯობს ვიფიქროთ, როგორ მოხდეს ოპოზიციური მიზნების განხორციელება

„სანამ ეს ამბები მოხდებოდა, ჩვენ ძალიან შეკავშირებულად და რწმენით ვიბრძოდით არჩევნებში, მაშინ არავის არ ეტყობოდა, რომ გამარჯვების იმედი არ ჰქონდა“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „ყოფილმა თანაგუნდელებმა გამარჯვების რწმენა დაკარგეს და სჯობს ისინი პარტიაში არ იყვნენ“.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics