|
2017-01-18 21:24:33, 1632 ნახვა
კომენტარი
კალაძე „გაზპრომთან“ შეთანხმებაზე: თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად გასაჯაროვდეს
„გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება წლების განმავლობაში როგორც სააკაშვილის, ისე შევარდნაძის დროს ფორმდებოდა და საჯარო არ იყო. ”ოკუპანტ სახელმწიფოსთან იგივე ხელშეკრულება წლების განმავლობაში იყო კომერციული საიდუმლოება, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფორმდებოდა ეს ხელშეკრულებები. ექსპერტებთან შეხვედრის დროს ძალიან ბევრი დეტალი გაჟღერდა ამ ხელშეკრულების. მე გაძლევთ პირობას, თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება”, - აღნიშნა მინისტრმა. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, კალაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილს შესაძლებლობა აქვს, ხელშეკრულების დეტალები მოითხოვოს. „რაც შეეხება პრეზიდენტს, მას აქვს იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს ამ ხელშეკრულების დეტალები, მას აქვს წვდომა და არ უნდა ეს არაკვალიფიციური და უარგუმენტო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ და ეს სამწუხაროა. თავად საიდუმლოებას რაც შეეხება. თქვენ იცით, რომ ყველა ასეთი ტიპის ხელშეკრულება, ნებისმიერ ქვეყანაში კომერციული საიდუმლოებაა”, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ კომერციული საიდუმლოების სახით ქვეყანას სხვა ხელშეკრულებებიც აქვს გაფორმებული.
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)