15:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 20:57:03, 2185 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაზე: უნდა ჩამოყალიბდნენ, რომელ ცრუ მითებს „აწვებიან“

„გაზპრომის ხელშეკრულების გაფორმება, არის მძიმე დარტყმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და მოქალაქეების კეთილდღეობას ზიანს აყენებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გაფორმებული ხელშეკრულება, კომერციულად მომგებიანი არ არის. მანვე დასძინა, რომ მთავრობამ ხელშეკრულების დეტალები საზოგადეობას უნდა გააცნოს.

„ივანიშვილის გუნდმა, კახი კალაძემ მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა, გაზპრომთან ამ ხელშეკრულებით ქვეყნის კეთილდღეობას ზიანი მიაყენეს. წლების განმავლობაში, შევარდნაძის უსუსტესი მთავრობიდან მოყოლებული, არსებული ხელშეკრულება, რომელიც რუსეთთან მიმართებაში მეტ დაცვას გვაძლევდა და ჩვენთვის მომგებიანი იყო, არგუმენტების გარეშე იცვლება. მათ დოკუმენტიც კი არ გვანახეს, ამბობენ, რომ კომერციული საიდუმლოა. ეს აბსურდია, ჩვენი მონაცემებით ხელშეკრულებით საქართველო კომერციული თვალსაზრისითაც აგებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდმა ამ ხელშეკრულების გამო, მაქსიმალურად უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი.

„უნდა ჩამოყალიბდნენ რომელ ცრუ მითებს „აწვებიან“. მათ ან ვერ, ან არ გაუძლეს „გაზპრომის ზეწოლას“, - დასძინა ბოკერიამ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საწინააღმდეგო აქცია მიმდიანრეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics