პრეზიდენტი: საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე
პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე განაცხადა.