|
2017-07-12 17:26:11, 2097 ნახვა
საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა. დღეს ლიცეუმში სწავლის მსურველმა კანდიდატებმა ზოგადი უნარების ტესტების ვერბალური და მათემატიკური ნაწილები ჩააბარეს. ტესტირებაში მონაწილეობა რეგისტრირებული 562-მა აბიტურიენტიდან, 560-მა მიიღო, რომელთაგან 67 გოგონაა. თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა და უსაფრთხოების სექტორმა დამკვირვებელთა ჯგუფი გამოყვეს, რომლის ზედამხედველობითაც უნარ-ჩვევების ტესტებამდე ერთი დღით ადრე, კენჭისყრის პრინციპით ტესტის ხუთი ვარიანტიდან ერთი შეირჩა, დაიბეჭდა და ვიდეოკამერების ქვეშ დაილუქა. ლუქი გამოცდის დღეს გაიხსნა, უკვე შესრულებული ნაშრომები კი, საგამოცდო კომისიის მიერ მათ გასწორებამდე ხელახლა დაილუქა. ნაშრომებს კოდები აქვთ მინიჭებული, რათა კონკურსანტთა გვარები შემფასებლებისთვის უცნობი დარჩეს. თითოეული ნაშრომი კომისიის სამი სხვადასხვა წევრის მიერ დამოუკიდებლად სწორდება. ამის შემდეგაც, სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებს მინიჭებული აქვთ სააპელაციო უფლება, რათა სწორ პასუხებს თავიანთი ნაწერები შეადარონ. საგამოცდო პროცესი კამერებისა და დამკვირვებელთა მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა, რამაც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარება, გამჭვირვალობა და მაქსიმალური ობიექტურობა უზრუნველყო. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 3 აგვისტოს გამოქვეყნდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)