|
2017-07-12 17:29:56, 2420 ნახვა
საზოგადოება
თბილისის პრობაციის ბიუროს დახმარებით, კიდევ ხუთი პრობაციონერი დასაქმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის ბიუროს დახმარებით, ხუთი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავალის წყარო გაუჩნდა. თბილისის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებებისა და მათ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, მოძიებული იქნა სამუშაო ადგილები. პირობით მსჯავრდებულები რ.ბ, გ.ო, ა.თ, გ.ჩ, და კ.გ. სამშენებლო ბლოკის დამამზადებელ საამქროში ოპერატორად და მუშებად დასაქმდნენ. მათი ყოველდღიური ანაზღაურება, საშუალოდ, 30-40 ლარი იქნება. პირობით მსჯავრდებულთათვის დასაქმებაში ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სააგენტოს ძალისხმევით, უკვე 57 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. 2012 წლიდან დღემდე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით 606 პრობაციონერია დასაქმებული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)