მარგველაშვილი: საქართველოს არც ერთი მოქალაქე და ხელისუფლება ხელს არ მოაწერს ოკუპაციას
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში კადეტებთან შეხვედრის დროს რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში მკაფიოა.