2016-05-17 16:17:46, 563 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: მერი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ”ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობას იწყებს
”სამწუხაროდ თბილისის მერიამ და უმრავლესობის ზოგმა წევრმა პირველივე წუთიდან ძალიან კონფრონტაციული ტონი აირჩია”,- ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა საკრებულოში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
”უმრავლესობის რამდენიმე წევრი და მერი ცდილობდა, დღევანდელი დღე წარმოეჩინა თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღნდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობას იწყებდნენ.
ჯერჯერობით ვერ ვხედავთ კითხვებზე პასუხების გაცემისთვის მზაობას, რასაც მე ვუყურებ, ძირითადად ბრალდბებს ვხედავ ”ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ. აი ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან