|
2015-08-08 09:36:58, 547 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია
„ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „მოამბესთან’ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, რომ არა საერთაშორისო საზოგადოების დროული დახმარება, შესაძლო იყო, მოვლენებს გაცილებით სერიოზული გართულებები ჰქონოდა. „დღევანდელი მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია. მოვლენებს შესაძლოა ჰქონოდა გაცილებით სერიოზული გართულებები, რომ არა საერთაშორისო საზოგადოების დროული დახმარება. მას შემდეგ საქართველოს აქვს წარმატება იმ თვალსაზრისით, რომ შეჩერებულია ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა იქცა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მიერ იმ ურყევ პოზიციად, რომელიც არ შეიცვლება და მიტაცებული, ოკუპირებული ტერიტორიები არ ჩაითვლება არც რუსეთის საკუთრებად და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად", - განაცხადა უსუფაშვილმა. ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მიღწევას სჭირდება სერიოზული მუშაობა, უფრო ხელსაყრელი გეოპოლიტიკური გარემო და რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის საერთაშორისო სამართლის წესრიგის სისტემაში შეყვანა, რაც მისი თქმით იოლი ამოცანა არ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)