|
2020-03-17 10:48:47, 2362 ნახვა
სამართალი
ნინო ქადაგიძე - ნამდვილად არ მეგონა თუ მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე შევთავაზებდი ჩემს კანდიდატურას
„გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა თუ მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე შევთავაზებდი ჩემს კანდიდატურას“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია მისთვის კომფორტის ზონა არ არის, თუმცა მისი როგორც მოქალაქისა და იურისტის ვალდებულება ამ გამოწვევის მიღებაა. „გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა თუ მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე შევთავაზებდი ჩემს კანდიდატურას, თუმცა მივიჩნიე, რომ ჩემი მხრიდან გამოყენებული უნდა იქნას ეს შანსი რამდენადაც ვფიქრობ, რომ ქართულ მართლმსაჯულებას პირველად ეძლევა შესაძლებლობა, წარდგენილ იქნეს ის კანდიდატი, რომელიც არის კარიერული მოსამართლე და რომელიც სასამართლო რეფორმის თითქმის ყველა ეტაპზე პირდაპირ და აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავმჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი, როგორც მოქალაქის და იურისტის ვალდებულებაა, მივიღო ეს გამოწვევა. ბუნებრივია, მე საზოგადოებას ვერანაირ დაპირებას ვერ გავცემ, თუმცა ჩემი დიდი სურვილია, რომ აქტიური და ხელშესახები როლი შევიტანო ქართული მართლმსაჯულების განვითარების პროცესში. ამ ოპტიმიზმის საფუძველს ბუნებრივია, მაძლევს ჩემს უკან მდგომი არც თუ ისე დიდი მაგრამ დღეს უკვე საკმაოდ მძლავრი სასამართლო კორპუსი“, - განაცხადა ქადაგიძემ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)