|
2026-11-05 08:33:28, 2875 ნახვა
მსოფლიო
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, სულ მცირე შვიდმა მუსლიმმა პოლიტიკოსმა მოიპოვა ადგილი, რაც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში არჩეული მუსლიმების რეკორდულ რაოდენობას წარმოადგენს. აშშ-ის მედიის ცნობით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, სენატში მუსლიმი აირჩიეს. მიჩიგანის შტატის სენატის ადგილი დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა. ექიმმა და ჯანდაცვის ყოფილმა თანამდებობის პირმა რესპუბლიკელი მაიკ როჯერსი დაამარცხა. ელ-საიედი ჯანდაცვის რეფორმას უჭერდა მხარს და აკრიტიკებდა აშშ-ის უპირობო სამხედრო მხარდაჭერას ისრაელის მიმართ. წარმომადგენელთა პალატაში პირველად კიდევ ორი პოლიტიკოსი აირჩიეს. ნიუ-ჯერსიში გაიმარჯვა დემოკრატმა ადამ ჰამავიმ, პლასტიკურმა ქირურგი, აშშ-ის არმიის ყოფილმა ექიმმა და ერაყის ომის ვეტერანმა. ის გახდა პირველი მუსლიმი, რომელიც ამ შტატიდან აირჩიეს კონგრესში. ნიუ-იორკში, წარმომადგენელთა პალატაში ადგილი მოიპოვა სამოქალაქო უფლებების ექსპერტმა და ისლამზე მოქცეულმა დარიალიზა ავილა შევალიემ. მანამდე დემოკრატების პრაიმერში მან მოქმედი კონგრესმენი ადრიანო ესპაილატი დაამარცხა. კიდევ ოთხმა მუსლიმმა პოლიტიკოსმა შეინარჩუნა თავისი ადგილები წარმომადგენელთა პალატაში: რაშიდა ტლაიბმა მიჩიგანიდან, ილჰან ომარმა მინესოტიდან, ანდრე კარსონმა ინდიანიდან და ლატიფა საიმონმა კალიფორნიიდან. კარსონი კონგრესში 2008 წლიდან მსახურობს და წარმომადგენელთა პალატის ყველაზე დიდი ხნის მუსლიმი წევრია. კანდიდატებმა საარჩევნო კამპანია სამოქალაქო უფლებების, ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე წარმართეს. ზოგიერთი მათგანი ეწინააღმდეგებოდა ისრაელისთვის ამერიკული იარაღის უპირობო მიყიდვას და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას მოითხოვდა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)