|
2026-11-04 21:41:10, 3214 ნახვა
პოლიტიკა
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა 2026 წლის ანგარიში წარადგინა, საქართველოს საკითხი აქტიურად განიხილეს. პოლონელმა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ მკაცრად გააკრიტიკა „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები და აღნიშნა, რომ ისინი ევროპაში ხანმოკლე ჩასვლასაც კი შიდა პროპაგანდისა და პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოსაჩენად იყენებენ. მან კომისარს მიმართა კითხვით, როდის დაუწესებს ევროკავშირი ინდივიდუალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს. მარტა კოსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების მომხრეები არიან, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჯერჯერობით საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს. ევროკომისარმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების ხელყოფასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებზე, რასაც საქართველოს ევროპული გზისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს. კოსმა აღნიშნა, რომ ვითარების შეცვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ოცნების“ მთავრობას ეკისრება, თუმცა ევროპული კარი ქართველი ხალხისთვის კვლავ ღია რჩება.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)