|
2020-03-16 22:17:57, 6364 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალის საგანგებო თათბირი გაიმართა
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრში სამედიცინო პერსონალის საგანგებო თათბირი გაიმართა. ვიდეოკონფერენციის საშუალებით სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ავთანდილ აბაშიძემ სხვადასხვა ქვედანაყოფის, მათ შორის ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ სამხედრო ექიმებს, ასევე გორსა და ქუთაისში მდებარე სამხედრო ჰოსპიტლების ხელმძღვანელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა და დეტალური ანგარიში წარადგინა. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, თავდაცვის ძალებში შესაბამისი ღონისძიებები უწყებათაშორისი საბჭოს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება. როგორც პოლკოვნიკმა ავთანდილ აბაშიძემ აღნიშნა, ყველა მოქმედება თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებისა და თანდართული ინსტრუქციების შესაბამისად ხორციელდება - მართვის ცენტრისა და სამედიცინო პერსონალის მიერ ხდება ყველა თანამშრომლის აღრიცხვა, ვინც ექვემდებარება იზოლაციას ან გადადის საკარანტინე სივრცეში, მათი დახვედრა და სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა ხდება შესაბამისი წესების დაცვით, სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა დამატებითი ტრენინგები, მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, თვითიზოლაციაში მყოფი პირების კონტროლის მიზნით სამხედრო პოლიციას შესაბამისი აღჭურვილობა გადაეცა, კითხვარის შევსების შემდეგ სამედიცინო პერსონალი პირველად ეპიდემიოლოგიურ შეფასებას განახორციელებს, ასევე, მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები. სამხედრო ჰოსპიტალის უფროსმა დავით ბარლიანმა ჩართვისას აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულება სრულ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა. საგანგებო თათბირზე სამხედრო ექიმებმა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ზომების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები და მითითებებიც მიიღეს.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)