|
2026-10-02 22:37:28, 3521 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
აშშ გეგმავს NMESIS-ის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის განლაგებას ტაივანიდან 110 კილომეტრში მდებარე კუნძულზე, იაპონიასთან ერთობლივი მასშტაბური წვრთნების ფარგლებში, იუწყება Bloomberg-ი, რომელიც საქმეში ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით საუბრობს. სააგენტოს ცნობით, სარაკეტო სისტემა იაპონიის კუნძულ იონაგუნიზე განლაგდება Sharp Sword წვრთნების დროს, რომელიც 19-დან 29 ოქტომბრამდე გაიმართება. აღნიშნულია, რომ იაპონიის სამხედროებმა შესაძლოა იქ საკუთარი ხომალდსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, ასევე ელექტრონული საბრძოლო სისტემები განალაგონ. სააგენტოს განმარტებით, NMESIS-ს დაახლოებით 185 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვს, რაც მას ტაივანის მახლობლად გემებზე თავდასხმის საშუალებას აძლევს. გასულ წელს აშშ-ის სამხედროებმა კუნძულზე მომარაგების განლაგების წვრთნები ჩაატარეს, რაც რეგიონული კრიზისის შემთხვევაში წინა ბაზის შექმნის სიმულირებას ახდენს. Sharp Sword წვრთნები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და აშშ-სა და იაპონიას შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ერთობლივი წვრთნაა. მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იაპონიის გეგმები, იონაგუნიზე 2030 წლიდან საზენიტო რაკეტების მუდმივად განლაგების შესახებ, რეგიონულ დაძაბულობას გაზრდიდა და სამხედრო დაპირისპირებას პროვოცირებდა.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)